2: პროექტის მთავარი
იდეა: მოსწავლეები ქართველ მწერალთა ნაწარმოებებიდან ირჩევენ პირობით
წინადადებებს, ადგენენ შესაბამის მოპირდაპირე, შებრუნებულ, მოპირდაპირის შებრუნებულ
წინადადებებს და ადარებენ მათ.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს განუვითარდეთ თანამშრობლობის უნარი.
5: მოსწავლეთა ასაკი: 15-16
წელი
6: ვადები-ხანგრძლივობა:
5 დღე.
7: მოსალოდნელი
შედეგები: მოსწავლეები ნახულობენ ქართველ
მწერალთა ნაწარმოებებს
და ამოწერენ პირობით წინადადებებს.
8: პროექტისთვის
საჭირო რესურსები: სახელმძღვანელო, ქართველ მწერალთა კრებულები, კომპიუტერი,
ინტერნეტი, ფურცლები და სხვა.
9: პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
აქტივობა 1: მათემატიკური
დებულების გამეორება, რომელსაც
პირობითი წინადადების
ფორმა აქვს.
აქტივობა 2: კლასს
ვყოფ სამ ჯგუფად. ჯგუფი ირჩევს ლიდერს.
ჯგუფებს გადავცემ
ჩვენ მიერ სკოლაში მოტანილ სხვადასხვა წიგნს,
მაგალითად შოთა
რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ ილია ჭავჭავაძის,
დავით გურამიშვილის
კრებულებს.
აქტივობა 3: მოსწავლეები
შეარჩევენ ამ კრებულებიდან პირობით
წინადადებებს, შეადგენენ
ამ წინადადებების მოპირდაპირე, შებრუნებულ, მოპირდაპირის შებრუნებულ წინადადებებს.
აქტივობა 4: მომზადებულ
ნამუშევრებს თითოეული ჯგუფი წარმოადგენს კლასის წინაშე და გააკეთებენ პრეზენტაციებს.
აქტივობა 5: შემდეგ ხდება ისეთი წინადადებების გარჩევა, რომელთაც
აქვთ პირობითი წინადადების
ფორმა, მაგრამ პირობით წინადადებებს არ
წარმოადგენენ-დამოკიდებულ
წინადადებაში გამოთქმული ვითარების მიუხედავად, მაინც შეიძლება განხორციელდეს.
აქტივობა 6:
მოსწავლეები აფასებენ
ერთმანეთის ნამუშევრებს. გამარჯვებულ ჯგუფს გამოავლენენ ერთობლივად.
გამარჯვებული იქნება
ის ჯგუფი, ვისაც მეტი პირობითი წინადადებები
ექნება მოძიებული
და რომლის ჯგუფის ყველა წევრი იქნება ჩართული
მუშაობის პროცესში
პრეზენტაციის დროს.
10. საგნებთან/
საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი./
ქართული
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლეები
- თანამშრომლობენ მასწავლებელთან და ერთმანეთთან, არა მხოლოდ ჯგუფის შიგნით, არამედ ჯგუფებს შორისაც.
- ჯგუფი მოქმედებს შეთანხმებულად.
- გამოკვეთილია ლიდერის როლი.
- მოიპოვებენ საჭირო ინფორმაციას და კაგად წარმოგვიდგენენ პრეზენტაციებს.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ია
ჯინჭარაძე.
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: iajincharadze1@gmail.com